Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) დაბადებიდან 160 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია: სვანეთის– კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პრობლემები IV

მესტია

7-8 მაისი, 2022

2022 წლის 7-8 მაისს    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და სვანეთის მუზეუმი გამართავენ  წმ. ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) დაბადებიდან 160 წლისადმი  მიძღვნილ სამეცნიერო–პრაქტიკულ კონფერენციას „სვანეთის– კულტურული მემკვიდრეობა და  გადარჩენის პრობლემები  IV“.

 

კონფერენცია ჩატარდება  მესტიაში, სვანეთის მუზეუმში.

 

კონფერენციის თემატიკა: სვანეთის ისტორია, სვანეთის არქეოლოგია, სვანეთის ეთნოლოგია, სვანეთის ხელოვნება,  სვანეთი და კულტურული ტურიზმი და სხვ.

 სამუშაო ენა: ქართული.

გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

მასალების მიღების ბოლო დღე : 2022 წლის 31 მარტი 18 საათი.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის  7-8 მაისი

კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის მომხსენებელმა ვორდის ფაილით  უნდა გამოგზავნოს:

მოხსენების სრული სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი, სამეცნიერო ან სასწავლო დაწესებულების  სახელწოდება,   ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა,  მოხსენების ანოტაცია.

ანოტაციის გაფორმების წესი:  Microsoft Word დოკუმენტი, მაქსიმუმ 200 სიტყვა.   შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ქართული ტექსტისთვის ფონტი - Sylfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman).

 

მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:   svanetimuseum@gmail.com

შერჩეული მოხსენებების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2022 წლის 15 აპრილს 18:00 საათამდე.